შ.პ.ს. ჯორჯიან ექსპრესტრანსი კომპანიის დაარსებიდან მოყოლებული დღემდე სახმელეთო გადაზიდვების უცვლელი ლიდერია საქართველოში. კომპანიის მუდმივ კლიენტთა რიცხვი დღეს უკვე 2000-ს აღწევს, რაც კომპანიის საქმიანობის მაღალხარსიხიანობასა და პროფესიონალიზმზე მიუთითებს. სატვირთო გადაზიდვები “Mersedes-Benz”-ის მარკის სატვირთო ავტომანქანებით ხორციელდება. დღეისათვის ჯორჯიან ექსპრესტრანსი 22 სატვირთო ავტომანქანას ფლობს.
სატვირთო ავტომანქანები საგზაო გადაადგილებამდე მუდმივად გადიან ტექნიკურ შემოწმებას კომპანია ”პმ-მოტორსის” საერთაშორისო სტანდარტების ავტოცენტრში, რომელიც ჯორჯიან ექსპრესტრანსის ბაზაზეა შექმნილი.
ჯორჯიან ექსპრესტრანსის საქმიანობის უმთავრესი პრინციპი სანდოობა და გარანტირებული უსაფრთხოების დაცვაა. ამიტომაც, კომპანიისათვის მთავარია მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი!
|