Georgian ExpressTrans - თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესში!
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია შ.პ.ს. ჯორჯიან ექსპრესტრანსი 2003 წელს ჩამოყალიბდა.
კომპანიის საქმიანობის სფერო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვებია. თავდაპირველად კომპანია მხოლოდ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებს აწარმოებდა. დროთა განმავლობაში ჯორჯიან ექსპრესტრანსი გაფართოვდა და მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის სერვისები შესთავაზა.
დღეისათვის შ.პ.ს. ჯორჯიან ექსპრესტრანსი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების სფეროში ლიდერი კომპანიაა ამიერკავკასიაში. კომპანია სატვირთო გადაზიდვებს ევროპის, აზიის, დ.ს.თ.-სა და ამიერკავკასიის ქვეყნებში ორივე მიმართულებით ახორციელებს.
ასევე, კომპანია საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს საექსპედიტორო - საიმპორტო და საექსპორტო მომსახურებას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით სთავაზობს.
სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება "Mersedes-Benz"- მარკის სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებით. ავტომანქანების ტექნიკური შემოწმება ყოველი სატრანსპორტო გადაზიდვის წინ ხდება. ამჟამად, კომპანიის საკუთრებაში არის 22 სატვირთო ავტომანქანა, რომელთაც ჩაბმული აქვთ ევროსტანდარტის მაცივარ-რეფრეჟერატორული, იზოთერმული, ტენტიანი და კონტეინერმზიდის ტიპის ნახევარმისაბმელები, რომელთა ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნავს ჯორჯიან ექსპრესტრანსთან არსებული სატვირთო ავტომობილების სერვის ცენტრი შპს "პიემ მოტორსი".
კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალთა გუნდით, რომელიც მუდმივად ზრუნავს გადაზიდვების დროს ტვირთის უსაფრთხოებაზე და ხარისხზე. კომპანიის ხელმძღვანელობა ყოველთვის მზად არის გაითვალისწინოს მომხმარებელთა მოთხოვნები და ამის შესაბამისად, შექმნას მოქნილი და ხელმისაწვდომი პირობები. 2008 წელს კომპანია ჯორჯიან ექსპრესტრანსი საქართველოს საგზაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისათვის საქართველოს საერთოშიროსო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის მიერ სპეციალური დიპლომით დაჯილდოვდა. დაარსებიდან დღემდე ჯორჯიან ექსპრესტრანსი საქართველოს საერთოშიროსო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის ნამდვილი წევრია, რომლისგანაც კომპანიას ყოველწლიურად ენიჭება სათანადო ხარისხის სერთიფიკატი.
ასევე, ჯორჯიან ექსპრესტრანსს “ტირ კარნეტის” მომხმარებლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
შ.პ.ს. ჯორჯიან ექსპრესტრანსი თანამშრომლობს როგორც ქართულ, ისე მსოფლიოში წამყვან სხვადსხვა საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიებთან.
კომპანია ჯორჯიან ექსპრესტრანსისთვის უმთავრესი მაღალხარისხიანი მომსახურება და სანდოობაა. თქვენთვის ხელსაყრელ ფასებში თქვენ შეძლებთ ნებისმიერი სახის ტვირთის ტრანსპორტირებას ორივე მიმარეთულებით საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
მოგვმართეთ, ჩვენი სერვისით კმაყოფილი დარჩებით! |